ანუშა ჩაის ისტორია

ჩაი ჩემი განუყრელი ნაწილია. ჯერ კიდევ იმ დროიდან როვა ვიყივი პატარა გოგონა, ვსვავდი ჩაის ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, წვეულებებზე, განსატვირთად, სტუმრების დასახვედრად. მე ასევე გავიზარდე მწარე ფორთოხლის ყვავილების წიაღში, რომლისგანაც ასევე ჩაის ვამზადებდით. ყოველ გაზაფხულზე ფორთოხლის ხეები ყვავილობდა,მისი სურნელით ივსებოდა ჰაერი და ჩემი დები და მე ვაგროვებდით დედასთვის მის ყვავილებს, სამურაბედ, მისი ყვავილების წყლსთვისა და ასევე დედა უმატებდა მას შავ ჩაის. მე მიყვარს შავი ჩაი და დღესაც სიამოვნებით ვაგრძელებ მის სმას, თუმცა მე ვეძებდი რაღაც კიდევ უფრო მეტს და ახალს.

სრულიად შემთხვევით 2015 წელს, როცა ვლაშქრობდი მთა ტოლჩაზე, იქ გადავეყარე სხვა მოლაშქრეებსაც რომლებიც ლარობასთან ერთად ასევე აგროვებდნენ მთის მცენარეებსაც. მათ ამიხსნეს, რომ ის იყო მცენარე სახელად დედაფუტკარა. (მისი ლათინური სახელწოდებაა herb Stachys lavandulifolia), რომელსაც ისინი ეძახდნენ „ჩაი კოჰის“ რაც ქართულად მთის ჩაიდ ითარგმნება. სწორედ იმ დღეს ვიპოვე ის „მეტი“ რასაც ასე ვეძებდი და დავინტერესდი იმით თუ როგორ შეეძლო დედამიწას ასეთი გემოს ამღძვრელი და მკურნალი მცენარეებით ჩვენი მომარაგება. ასე, რომ განვიზრახე შემესწავლა სამკურნალო მცენარეების შესახებ, შემდეგ კი ისინი შემეგროვებინა და მცენარეული ჩაის საინტერესო კომბინაციებად მექცია.

ბოლო ხუთი წელია ვამზადებ სხვადასხვა მცენარეების კომბინაციებს ან ვტოვებ ცალკეულად  და თვითონვე ვამოწმებ, ვსწავლობ, ვაგემოვნებ როგორც ცალ-ცალკე ასევე კომბინაციებში, იმისათვის რომ მივიღო საუკეთესო გემო და მხოლოდ ასეთი სახით მივიტანო მომხმარებლამდე.გავეცანი ჩაის შესახებ ბევრს; ვესაუბრე ექსპერტებს; ვითანამშრომლე ჩაისა და სხვა სამკურნალო მცენარეების მწარმოებლებთან, რომ წამომეწყო ეს საქმე. ანუშა ჩაი არის სწორედ, რომ შედეგი ჩემი დროისა და მცდელობებისა.

მე ისეთი დარწმუნებული ვარ ამ კომბინაციების გემოსა და ხარისხში, რომ საკუთარი სახელი გამოვიყენე კომპანიის სახელად, რომელიც სპარსულად გულისხმობს „მარადიულს, უკვდავს და მუდმივს და ამავდროულად გულისხმობს ტკბილს, მხიარულსა და იღბლიანს. გარდა ამისა „ნუშ“ ნაწილი სიტყვისა გამოიყენება სადღეგრძელოებში დღეგრძელობისთვის.

მეორე პიროვნული კავშირი კი არის ფორთოხლის ყვავილობის ყვავილი, ხუთ ფურცლიანი თეთრი ყვავილი, რადგანაც სწორედ ის წარმოადგენს საწყისს ჩემი ჩაის სამყაროში მოგზაურობისას საიდანც ჩემი საქმიანობა განვითარდა: ბუნებრივი პროდუქტები რომლებსაც შემოაქვთ ბედნიერების, ჯამრთელობის და სიხარულის გრძნობა.

ყველაფერის ერთად თავმოყრით შემიძლია გითხრათ რომ ანუშა ჩაი მოგიტანთ მარადიულ ჯამრთელობას, ცხოვრების სიტკბოებას და სიხარულს. ვიმედოვნებ რომ ყოველი მომზადებული ფინჯანი ანუშა ჩაი დაგატკბობთ.

თქვენი ჯამრთელობისთვის

ანუშა